Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  52-ე  მუხლის   პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე  მუხლის   პირველი,  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  54-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე 14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და პუნქტის  საფუძველზე,

ვბრძანებ

1.განისაზღვროს    სსიპ   ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთსაფეხურიანი   საგანმანათლებლო პროგრამების  „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“  და    „სტომატოლოგია(ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისთვის  2025-2026   სასწავლო  წლის  სასწავლო  პროცესის   ვადები შემდეგი სახით:


1.1. 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის (I სემესტრი):

ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია-18 აგვისტო - 27 ოქტომბერი; 
ბ.ბ) აკადემიური  რეგისტრაცია- 20 ოქტომბერი- 27 ოქტომბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით) –  27 ოქტომბერი - 27  დეკემბერი, 5 იანვარი - 14 მარტი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (დამატებითი გამოცდები) - 16 – 21 მარტი; 
ბ.ე) არდადეგები- 28 დეკემბერი - 4 იანვარი, 22 - 29 მარტი;

გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 16 მარტი - 30 მარტი; 
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 23 მარტი- 30 მარტი;
გ.გ)  სააუდიტორიო   მეცადინეობები  (კურაციული   სისტემით)–  30  მარტი -აპრილი-8 აგვისტო;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი (დამატებითი გამოცდები) -10 – 15 აგვისტო; 
გ.ე) არდადეგები- 17 აგვისტო - 20 სექტემბერი.


1.2. მე-2 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებისათვის:


ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია-18 აგვისტო - 29 სექტემბერი; 
ბ.ბ) აკადემიური  რეგისტრაცია- 22 სექტემბერი -29 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები (კურაციული სისტემით) – 29 სექტემბერი -27 დეკემბერი, 5 იანვარი - 14 თებერვალი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (დამატებითი გამოცდები)- 16 - 21 თებერვალი; 
ბ.ე) არდადეგები- 28 დეკემბერი - 4 იანვარი, 23 თებერვალი -8 მარტი.

გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 16 თებერვალი- 9 მარტი; 
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 2 მარტი -9 მარტი;
გ.გ)  სააუდიტორიო   მეცადინეობები (კურაციული  სისტემით)–  9  მარტი  -18 ივლისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი (დამატებითი გამოცდები) - 20 – 25 ივლისი; 
გ.ე) არდადეგები- 27 ივლისი - 20 სექტემბერი.

2.   ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.   დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

რექტორი ჯაბა სამუშია